Tuesday, May 17, 2022

გლობალური სამოქმედო დღეები

ბიომრავალფეროვნების სამოქმედო დღეები




საერთაშორისო ინიციატივა, რომლის მიზანია თითოეულ ადამიანს აჩვენოს ერთ ქმედებას და ბუნებისკენ გადადგმულ სულ მცირე ნაბიჯს რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია თითოეული ჩვენგანის კეთილდეღეობისთვის.

ამ ინიციატივის ავტორია გარემოსდაცვითი განათლების ფონდი (FEE), რომელიც მრავალი წელია მუშაობს, რათა აამაღოს და განავითაროს მოსახლეობის ცოდნა გარემოსდაცვითი საკითხების ირგვლივ.

 

მისი საქმიანობა თანხვედრაშია  მდგრადი განვითარების 17 მიზანთან, რომლებიც, პლანეტის და ადამიანების სასარგებლოდ 2030 წლისთვის უნდა იყოს მიღწეული.

წელს  #GlobalActionDays  სამოქმედო თემა ბიომრავალფეროვნებაა და იწვევს ყველას, მისი ქსელის წევრებს,  ნებისმიერ ადამიანს მთელი პლანეტიდან შეიტანონ მცირე, მაგრამ ქმედითი წვლილი  ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გადარჩენისთვის.

 

ამ მსოფლიო ინიციატივაში ეკოსკოლების პროგრამაში ჩართული სკოლებიც მიიღებენ მონაწილეობას და იმ რჩევებს და იდეებს, რომელსაც კამპანიის ავტორები გვთავაზობენ, მათ გარემოში გადაიტანან და მიღწეულ შედეგებსაც გაგვიზიარებენ.

No comments:

Post a Comment